ჭდე: ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია: ,,კულტურის სამინისტრომ უარი მითხრა’’

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელსაც კანის კინოფესტივალზე კლასიკოსი რეჟისორის წოდება მიანიჭეს, კულტურის სამინისტროზე გულნატკენია. რეჟისორი არ მალავს, რომ ბოლო პერიოდში მას გული არაერთხელ ატკინეს, როცა კულტურის სამინისტროდან თუ ეროვნული კინოცენტრიდან უარით გაისტუმრეს. ელდარ შენგელაიამ თავის ცხოვრებაში პირველად საღამოს მოწყობა გადაწყვიტა საქართველოში, კულტურის სამინისტროსაც მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც რეჟისორის განაწყენება აგმოიწვია, ეროვნული კინოცენტრის […]

ელდარ შენგელაია დახმარებას ითხოვს

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დახმარებას ითხოვს. როგორც ხელოვანმა განაცხადა, მას მზად აქვს სცენარი ახალი ფილმისთვის, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა დაუბლოკა: “ეროვნულ კინოცენტრში უნდა დამყარდეს წესრიგი. იყო კონკურსი, სადაც ჩემი სცენარი ჩააგდეს, მერაბ კოკოჩაშვილის სცენარი ჩააგდეს, გიორგი ოვაშვილის სცენარი ჩააგდეს. ჟიურიში იყვნენ დოკუმენტალისტები, კოტე ჯანდიერი, დრამატურგი გაბუნია და კლიპმეიკერი ქავთარაძე. კლიპმეიკერმა რატომ უნდა იმსჯელოს ჩემს სცენარზე ან კოკოჩაშვილის […]

ელდარ შენგელაია იუბილარია

26 იანვარს ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია. მას 82 წელი შეუსრულდა. მისი ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, “თეთრი ქარავანი” მაყურებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ელდარ შენგელაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმი“, შემდეგ კი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. […]