ჭდე: ბათუმის მუსიკალური ფესტივალი

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურება

8 სექტემბერს 19 საათზე რიგით მეხუთე საიუბილეო ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო ფონდის SOS Talents გალაკონცერტით დაიხურება. კონცერტი სიურპრიზი – ასე უწოდეს მას ორგანიზატორებმა, რომელიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარი ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი იქნება.

ცნობილი იტალიელი პიანისტი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

6 სექტემბერს 18 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეხუთე საფესტივალო დღეს ცნობილი იტალიელი პიანისტი პიეტრო დე მარია კონცერტს გამართავს. საფორტეპიანო საღამო იტალიის საელჩოს პატრონაჟით ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პიეტრო დე მარიას სოლოკონცერტზე შოპენის, ლიგეტის და ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებები შესრულდება. რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები კონცერტებს და მასტერკლასებს […]

მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფესტივალის სტუმრებს სიახლეს სთავაზობს. 6 სექტემბერს ფესტივალი პოეზიის საღამოს დაეთმობა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია პოეზიის მოყვარულებს 20:30 საათზე შეხვდება და მათთვის ცნობილი პოეტების ლექსებს წაიკითხავს. კლასიკური მუსიკის მოყვარულები პოეზიის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ და მურმან ჯინორიას მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსების მოსმენით […]

ქართული ფოლკლორის საღამო გოგი დოლიძის ხსოვნისთვის

5 სექტემბერს 19 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება. 30 წლის ლეგენდარული ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს ჩაატარებს, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ხსოვნას მიეძღვნება. ქართული ფოლკლორის საღამოზე ანსამბლი თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს.

მიშელ სონის მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის

ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის

ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი 5 და 6 სექტემბერს 10 საათიდან 14 საათამდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასებს ჩაატარებს. მიშელ სონი საქართველოში ელისო ბოლქვაძის მოწვევით ჩამოვიდა და ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდა პიანისტებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს. მიშელ სონის მეთოდოლოგია დაფუძნებულია განვითარების […]

ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ბანაკი დააარსა

იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკალური ბანაკი დააარსა. ელისო ბოლქვაძემ ბანაკი სალიბაურში განათლების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად გახსნა. ფესტივალის ფარგლებში შემუშავებულ არტ-კამპის უნიკალურ პროგრამაში 300 ბენეფიციარი მონაწილეობს. ისინი მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეები არიან. ერთკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, აიმაღლონ კულტურული ცნობიერება, ჩაერთონ სპორტულ, გასართობ და შემეცნებით […]

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ალექსი მაჭავარიანს მიეძღვნება

22 სექტემბერს ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSICFEST 2016 საზეიმოდ დაიხურება. დასკვნითი კონცერტი ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს ალექსი მაჭავარიანს და მის გენიალურ შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მევიოლინე ლიანა გურჯია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ალექსი მაჭავარიანის ვაჟი, მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს. ბათუმის მუსიკალურმა ფესტივალმა და მისმა დამაარსებელმა ელისო ბოლქვაძემ წელს […]

მოცარტის შედევრი ბელორუსი პიანისტისგან

ბათუმის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვამდე ორი ღონისძიებაა დარჩენილი. 21 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგება ახალგაზრდა პიანისტი ბელორუსიიდან მაია ირგალინა, რომელიც ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. საღამოზე ასევე აჟღერდება მოცარტის შედევრი – მე-40-ე სიმფონია. მაია ირგალინასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და მას დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

მსოფლიო ვარსკვლავი სიპრიან კაცარისი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST 2016 გადამწყვეტ ფაზაში შედის. იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება. 20 სექტემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მორიგი კონცერტი გაიმართება. ბათუმს საფრანგეთიდან მსოფლიო ვარსკვლავი სიპრიან კაცარისი ეწვევა, რომელიც ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს – რაველის კონცერტს შეასრულებს. სიპრიან კაცარისთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური […]

“ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს

18 სექტემბერს ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს. ანსამბლი კონცერტს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს. ლეგენდარული ანსამბლი შეკრებილი მსმენელისთვის რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს. ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – BATUMI MUSICFEST მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დააარსა. ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება. მასში ქართველი ხელოვანების გარდა, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. BATUMI MUSICFEST 17 სექტემბერს […]