4 სექტემბერი, 2017

ქართული ფოლკლორის საღამო გოგი დოლიძის ხსოვნისთვის

5 სექტემბერს 19 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება.

30 წლის ლეგენდარული ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს ჩაატარებს, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ხსოვნას მიეძღვნება.

ქართული ფოლკლორის საღამოზე ანსამბლი თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს.