მოცარტის შედევრი ბელორუსი პიანისტისგან

maiaბათუმის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვამდე ორი ღონისძიებაა დარჩენილი.

21 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგება ახალგაზრდა პიანისტი ბელორუსიიდან მაია ირგალინა, რომელიც ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

საღამოზე ასევე აჟღერდება მოცარტის შედევრი – მე-40-ე სიმფონია.

მაია ირგალინასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და მას დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.