მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზებათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფესტივალის სტუმრებს სიახლეს სთავაზობს.

6 სექტემბერს ფესტივალი პოეზიის საღამოს დაეთმობა.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია პოეზიის მოყვარულებს 20:30 საათზე შეხვდება და მათთვის ცნობილი პოეტების ლექსებს წაიკითხავს.

კლასიკური მუსიკის მოყვარულები პოეზიის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ და მურმან ჯინორიას მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსების მოსმენით კიდევ ერთ საღამოს გაილამაზებენ.