22 სექტემბერი, 2016

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ალექსი მაჭავარიანს მიეძღვნება

aleqsi122 სექტემბერს ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSICFEST 2016 საზეიმოდ დაიხურება.

დასკვნითი კონცერტი ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს ალექსი მაჭავარიანს და მის გენიალურ შემოქმედებას მიეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მევიოლინე ლიანა გურჯია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ალექსი მაჭავარიანის ვაჟი, მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

ბათუმის მუსიკალურმა ფესტივალმა და მისმა დამაარსებელმა ელისო ბოლქვაძემ წელს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 6 დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენს.