ჭდე: აკაკი წერეთელი

“სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვს”

ის კი არ არის ბიჭობა ვაჟა-ფშაველა

ალბათ დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ამ სიტყვების ავტორი არც მეტი, არც ნაკლები ვაჟა ფშაველაა, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა. 1915 წელს, როდესაც აკაკი წერეთელი გარდაიცვალა, ვაჟა ფშაველამ სწორედ მაშინ მისწერა წერილი გამომცემლობას: “გავიგე, აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ. მჯერა, ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდგომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას, […]

ქართული მწერლობის 15 უმნიშვნელოვანესი ფრაზა

ქართული მწერლობა სავსეა უმნიშვნელოვანესი ფრაზებით, რომლებიც რიგით მკითხველებზე უდიდეს გავლენას ახდენენ. ჰაგიოგრაფიიდან დაწყებული, თანამედროვე მწერლობით დამთავრებული, ყველა ავტორს თავისი სათქმელი სხვადასხვანაირად მიაქვს მკითხველამდე. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფრაზები გაცილებით ბევრია, თუმცა “არტინფო” გთავაზობთ 15 გამორჩეულად მნიშვნელოვან ფრაზას ქართული მწერლობიდან. 1. კონსტანტინე გამსახურდია: “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას! […]

აკაკი წერეთლის უცნობი ისტორიები მოზარდმაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. 4 და 5 თებერვალს თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესის „აკაკი“ მიხედვით რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მაყურებელს ახალ ნამუშევარს შესთავაზებს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება. ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა. აკაკი წერეთელი […]

აკაკი წერეთლის რჩეული თხზულებები უკრაინულად ითარგმნა

ქართველი მწერლისა და პოეტის აკაკი წერეთლის რჩეული თხზულებები უკრაინულად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. გამოცემა მიეძღვნა მწერლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავს, რომელიც იუნესკოს ეგიდით მიმდინარე წელს აღინიშნება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და ანეტა ანტონენკოს გამომცემლობის მიერ ქალაქ ლვოვში გამოიცა აკაკი წერეთლის რჩეული თხზულებები. წიგნში აკაკის პროზაული ნაწარმოებების გარდა შესულია პუბლიცისტური წერილები. წიგნი უკრაინულად […]

აკაკი წერეთლის უნიკალური ექსპონატები საჯაროა

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთლის უნიკალური ექსპონატები საჯაროა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა პოეტისა და მწერლის 175 წლის იუბილეს და გარდაცვალების 100 წლისთავს სპეციალური პროექტი მიუძღვნა. მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ წარადგინა 220 გვერდიანი კატალოგი, სადაც 500-მდე ილუსტრაციაა და მათი უმეტესობა ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო. კრებული რვა ძირითად თავს მოიცავს, რომელშიც შესულია მწერლის ცხოვრების როგორც ცნობილი, […]

აკაკი წერეთლის იუბილეს სხვიტორში იზეიმებენ

საინტერესო ამბავი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

2015 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წერია. პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამ იუბილესთან დაკავშირებით, რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი. საჩხერეში აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე 31 ოქტომბერს აღინიშნება. სხვიტორიში აკაკი წერეთლის მუზეუმში გაიმართება საზეიმო ღონისძიებას „აკაკის დღე – პოეზიის დღესასწაული“. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნება სავანის მონაკვეთის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა, […]

აკაკი წერეთლის იუბილე უპრეცედენტო გამოფენით აღინიშნება

"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლუჩხუმში" ფრანკფურტში ვერ მოხვდა

2015 წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. წელსვე მისი გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღებთან დაკავშირებით პოეტისა და მწერლის შესახებ უპრეცედენტო გამოფენა მოეწყობა. გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ერთ კვირაში გახსნება ექსპოზიცია მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გამოფენის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს მუზეუმის მიერ შემუშავებული აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 16 პლაკატი, რომლებზეც ფოტო და […]

კოტე მახარაძის მონოსპექტაკლი აღდგენილია

მსახიობისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი აღდგენილია. “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მსახიობმა თავის დროზე მის მიერვე დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო” დადგა და მასში აკაკი წერეთლის შემოქმედება გააერთიანა. 2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა და მასში პოეტის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი გააერთიანა. იუნესკოს […]

აკაკი წერეთლის იუბილეს იუნესკო აღნიშნავს

აკაკი წერეთლის ყველაზე ორიგინალური თავგადასავალი

2015 წელი აკაკი წერეთლისთვის საიუბილეოა. ქართველი პოეტისა და მწერლის დაბადებიდან 21 ივნისს 175 წელი სრულდება. ამ იუბილეს სრულიად საქართველოსთან ერთად იუნესკოც ზეიმობს. 2015 წელი იუნესკოს მიერ აკაკი წერეთლის წლად გამოცხადდა. შემოქმედის მშობლიურ სოფელ სხვიტორში საიუბილეო საზადისი უკვე დაწყებულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო შეხვედრა აკაკის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა და იუბილეს ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები დაგეგმა. აკაკი წერეთელი […]