Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აკაკი წერეთელი: “მართლის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე!”

1 ნოემბერი, 2018

აკაკი წერეთელი: "მართლის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე!"სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო – ეს ანდაზა სრული ჭეშმარიტებაა.

სწორედ სიმართლის თქმასა და გულწრფელობაზეა აკაკი წერეთლის ლექსი “ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ”:

“ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,
მომივლია კიდით-კიდე;
მართლის თქმით და გულწრფელობით
ჭირი ჭირზე გადვიკიდე!
აქ მონება ჭკუა არის,
ორპირობა – სიბრძნე დიდი,
და მას რჩება მოედანი,
ვინც კი არის მეტად ფლიდი!
ცოტა მაღლა ასასვლელად
ძმა ძმას იხდის კიბე ხიდად;
მშობელს შვილი, შვილს მშობელი,
ქმარს ცოლი ჰსურს გასაყიდად.
აქ თვით სჯული ფარისევლებს
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,
ძლიერების საპირფეროდ,
უძლურების მოსაწველად!”