2 აგვისტო, 2018

მოგისმენიათ “სულიკო” ფრანგულად?

მოგისმენიათ "სულიკო" ფრანგულად?სიმღერა “სულიკო” ქართული კულტურის სავიზიტო ბარათია.

როდესაც აკაკი წერეთელმა ლექსი “სულიკო” დაწერა, კომპოზიტორ ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელს მისთვის მელოდიის შექმნა პირადად სთხოვა.

ასე დაიწერა ლეგენდარული სიმღერა “სულიკო”, რომელსაც წლებია სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი მომღერლები სიამოვნებით ასრულებენ.

ქართულის მსგავსად, არანაკლებ სასიამოვნო მოსასმენია “სულიკო” ფრანგულად, სადაც უმშვენიერეს მელოდიას ულამაზესი ფრანგული ტექსტი ძალიან უხდება.