
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ტაძარი ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით XV საუკუნის დასაწყისშია აგებული, ეკლესიის მოხატულობა კი 1412-1431 წლებშია შესრულებული. ნაბახტევის ღვთისმშობლის კომპლექსი დარბაზული ეკლესიისგან და მისი ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლოსგან შედგება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამით დაწყებულია ძეგლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი და ხორციელდება დაზიანებული კედლების მოჭიმვა, ინტერიერში, ხის […]