12 აგვისტო, 2016

უნიკალური დოკუმენტები საქართველოზე ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

unikaluri-arqivi1ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების სასახლეს 16 უნიკალური დოკუმენტი გადასცა.

ინგლისის ორ ცნობილ მონარქთან ჰენრი მერვესთან (1491-1547) და ელისაბედ პირველთან (1533-1603) საქმიანი წერილების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს შეეხება.

როგორც ჩანს, ზემოხსენებული მეფეები საქართველოში მიმდინარე საქმეებით განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ, ამიტომ კონსტანტინოპოლში მივლენილი ინგლისელი ელჩები მონარქებს საგანგებო კორესპონდენციებს უგზავნიდნენ და დეტალურად აღუწერდნენ ქართლ-კახეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს.

ყველა დოკუმენტი ხელნაწერია და ისინი ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო, წერილების ნაწილი ლათინურად, ნაწილი კი ინგლისურადაა შესრულებული.

პროექტი, რომელიც საქართველოს შესახებ უცნობი ინგლისური და ირლანდიური დოკუმენტების ბეჭდური ასლების ხელოვნების სასახლეში ჩამოტანას ისახავს მიზნად, ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბიშვილის და საელჩოს თანამშრომლის ნათია კალანდიას მხარდაჭერით მიმდინარეობს.

წელსვე ფონდმა “ქართუ”-მ ამ ისტორიული დოკუმენტების თარგმნისა და კვლევის პროექტი დააფინანსა.

პროექტის შედეგად, უახლოეს მომავალში XVI-XVIII საუკუეების დღემდე უცნობი ასობით ევროპული დოკუმენტი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა.