ზურაბ ნიჟარაძე

ზურაბ ნიჟარაძე – მხატვარი ჯადოსნური სამყაროთი

ზურაბ ნიჟარაძე – მხატვარი ჯადოსნური სამყაროთი

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე თავის საქმიანობას სულიერი სამყაროს საზრდოს ეძახდა და რთულია ამაში არ დაეთანხმო. მისი ნამუშევრების დათვალიერებისას ნამდვილად მიიღებთ ისეთ სულიერ საზრდოს, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს დაგაპურებთ. ხელოვანმა მთელი თავისი ცხოვრება სახვით ხელოვნებას მიუძღვნა. დილის 6 საათზე უკვე ფეხზე იყო და სახელოსნოში მიდიოდა, სადაც 8-9 საათი მუშაობდა. მისთვის არ არსებობდა დასვენების დღეები, არც შაბათ-კვირის უქმეებს […]

ზურაბ ნიჟარაძის ნახატები აუქციონზე გაიყიდება

ზურაბ ნიჟარაძის ნახატები აუქციონზე გაიყიდება

ცნობილი ქართველი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის, იგივე პიკოს ნამუშევრები გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი და შემდეგ აუქციონზე გაიყიდება. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გარდა, გამოფენა-აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებიც. მათ შორის, თემო მაჭავარიანის, გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, ბესო არბოლიშვილის, ნოდარ ბადურაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, დიმა ანთაძის, კოკა ცხვედიანის, თუთუს, გიორგი გაგოშიძის ნახატები. ყველა ამ მხატვრის შემოქმედება […]

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც ახლობლები პიკოს უწოდებენ, 4 დეკემბერს 86 წლის გახდა. დამსახურებული ქართველი მხატვარი თავისი ნამუშევრების გამოფენას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ხშირად აწყობს. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს მხატვართა კავშირში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. […]