7 მარტი, 2015

ზურაბ ნიჟარაძის ნახატები აუქციონზე გაიყიდება

zurab7ცნობილი ქართველი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის, იგივე პიკოს ნამუშევრები გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი და შემდეგ აუქციონზე გაიყიდება.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გარდა, გამოფენა-აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებიც. მათ შორის, თემო მაჭავარიანის, გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, ბესო არბოლიშვილის, ნოდარ ბადურაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, დიმა ანთაძის, კოკა ცხვედიანის, თუთუს, გიორგი გაგოშიძის ნახატები.

ყველა ამ მხატვრის შემოქმედება 7 მარტს თიბისი არტ გალერეაში იქნება გამოფენილი. “ქართველი მხატვრობა ლისზე” – ასეთია გამოფენა-აუქციონის სახელწოდება და ეს არის მხატვრების მხარდაჭერა ლისზე არტ-კვარტალის შესაქმნელად.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, აუქციონიდან შემოსული თანხა ლისზე მონმარტის მოწყობას მოხმარდება.