Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

4 დეკემბერი, 2014

zurab-nijaradzeქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც ახლობლები პიკოს უწოდებენ, 4 დეკემბერს 86 წლის გახდა. დამსახურებული ქართველი მხატვარი თავისი ნამუშევრების გამოფენას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ხშირად აწყობს.

მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს მხატვართა კავშირში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ასევე ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.