ჭდე: ტომ კრუზი

რისი ეშინოდათ ცნობილ ადამიანებს?

ყველა ადამიანს მთელი ცხოვრება რაღაცის შიში აქვს, გამონაკლისი არც ცნობილი ადამიანები არიან. „არტინფო“ წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ ადამიანს, რომლებსაც შიშები მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდათ. მსოფლიოში ცნობილ მხატვარს სალვადორ დალის პანიკურად ეშინოდა კალიების. „უფსკრულის პირას რომ ვმდგარიყავი და კალია სახეზე შემომხტომოდა, უმალ გადაჩეხვას ვისურვებდი, ვიდრე კალიის შეხებას ჩემს სახეზე. ეს უსაზიზღრესი მწერია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მითვალთვალებს […]

ტომ კრუზი ნარკორეალიზატორი გახდა

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი მთავარ როლს შეასრულებს რეჟისორ დაგა ლაიმანის ახალ კრიმინალურ დრამაში “მენა”. ფილმი რეალურ ამბავზეა აგებული. მსახიობი გამოცდილი პილოტის ბარი სილის როლს ითამაშებს, რომელიც 1986 წელს კოლუმბიელმა განგსტერებმა ჩაცხრილეს. შემოქმედებითმა ჯგუფმა ფილმის სახელწოდება “მენა” ამავე დასახელების ერთ-ერთი ამერიკული ქალაქის გამო შეარჩია. სწორედ ამ ქალაქის აეროპორტიდან გადაჰქონდა ბერი სილს ნარკოტიკები კოლუმბიაში.

ტომ კრუზის ქალიშვილმა სტილისტად დაიწყო მუშაობა

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის აყვანილი გოგონა იზაბელა კრუზი ლონდონში სტილისტად მუშაობს. 2001 წელს წყვილის გაყრის შემდეგ, გოგონა საცხოვრებლად მამასთან დარჩა. მან თავიდანვე გადაწყვიტა მშობლებისგან დამოუკიდებლად გაეკეთებინა კარიერა და მათი ვარსკვლავობით არასდროს ესარგებლა. მართალია იზაბელას ვარსკვლავმა მშობლებმა სათანადო განათლება მისცეს, მაგრამ მისი პროფესიის არჩევანში არასოდეს ჩარეულან, ამიტომაც გოგონამ გადაწყვიტა იქ იმუშავოს, სადაც […]