10 დეკემბერი, 2014

ტომ კრუზის ქალიშვილმა სტილისტად დაიწყო მუშაობა

tom-kruzis-gogo1ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის აყვანილი გოგონა იზაბელა კრუზი ლონდონში სტილისტად მუშაობს. 2001 წელს წყვილის გაყრის შემდეგ, გოგონა საცხოვრებლად მამასთან დარჩა. მან თავიდანვე გადაწყვიტა მშობლებისგან დამოუკიდებლად გაეკეთებინა კარიერა და მათი ვარსკვლავობით არასდროს ესარგებლა.

მართალია იზაბელას ვარსკვლავმა მშობლებმა სათანადო განათლება მისცეს, მაგრამ მისი პროფესიის არჩევანში არასოდეს ჩარეულან, ამიტომაც გოგონამ გადაწყვიტა იქ იმუშავოს, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

21 წლის იზაბელა კრუზი ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო სალონში მუშაობს. მან სტილისტ-ვიზაჟისტების საკმაოდ ძვირადღირებული 30 კვირიანი კურსები გაიარა ვიდალ სეზონის აკადემიაში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40.000 დოლარია.

როგორც გოგონამ განაცხადა, მისთვის ეს სამსახური სიამოვნების მომტანია და ძალიან უყვარს, რომ მას როგორც ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ქალიშვილს, ყურადღებას არავინ აქცევს. ისიც ისევე შრომობს, როგორც დანარჩენი ადამიანები და საღამოს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად კლუბებსა და ბარებშიც დადის.

მისი მეგობრები უცხოურ გამოცემებთან საუბრებში ამტკიცებენ, რომ სალონში იზაბელას მშობლების შესახებ არავინ არაფერი იცის და ამით არც ინტერესდებიან. გარდა ამისა, გოგონა არანაირი პრიორიტეტებით არ სარგებლობს და სალონის დახურვამდე მუხლჩაუხრელად შრომობს.

მიუხედავად იმისა, რომ იზაბელა კარგა ხანს ცხოვრობდა მამასთან ერთად ამერიკაში, ლონდონი მაინც უფრო მეტად მოსწონს, ამიტომაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის დატოვებას და ჰოლივუდში დაბრუნებას არ აპირებს. იზაბელას გარდა, ტომ კრუზს და ნიკოლ კიდმანს კიდევ ერთი აყვანილი შვილი ჰყავთ კონორ ენტონი, რომელიც უკვე დიდი ბიჭია.

ნიკოლ კიდმანთან განშორების შემდეგ, ტომ კრუზი მსახიობ ქეით ჰოლმსზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი სური გაუჩნდა, ის ახლა უკვე 8 წლისაა. სამწუხაროდ, ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის ქორწინებაც გაყრით დასრულდა, რაშიც დიდი როლი ტომის მიერ საიენტოლოგიით გატაცებამ გამოიწვია.