16 იანვარი, 2015

ტომ კრუზი ნარკორეალიზატორი გახდა

tom2ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი მთავარ როლს შეასრულებს რეჟისორ დაგა ლაიმანის ახალ კრიმინალურ დრამაში “მენა”. ფილმი რეალურ ამბავზეა აგებული. მსახიობი გამოცდილი პილოტის ბარი სილის როლს ითამაშებს, რომელიც 1986 წელს კოლუმბიელმა განგსტერებმა ჩაცხრილეს.

შემოქმედებითმა ჯგუფმა ფილმის სახელწოდება “მენა” ამავე დასახელების ერთ-ერთი ამერიკული ქალაქის გამო შეარჩია. სწორედ ამ ქალაქის აეროპორტიდან გადაჰქონდა ბერი სილს ნარკოტიკები კოლუმბიაში.