ტომ კრუზის საბედისწერო ვიზიტი იტალიაში

ტომ კრუზის საბედისწერო ვიზიტი იტალიაშიმსოფლიო ვარსკვლავ ტომ კრუზისთვის იტალიის ქალაქ  ვენეციაში ჩასვლა საბედისწერო აღმოჩნდა. იგი კარანტინშია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მსახიობის იზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტომ კრუზმა იტალიაში დაგეგმილ “შეუსრულებელი მისია 7”-ის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.

მსახიობთან ერთად იზოლაციაში იმყოფებიან ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და დანარჩენი მსახიობებიც, რომლებიც ფილმის სცენებს იტალიის ქალაქ ვენეციაში იღებდნენ.

ამჟამად ფილმის გადაღებები გაურკვეველი დროით შეჩერებულია.