ჭდე: თბილისის აზერბაიჯანული თეატრი

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა. გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიას „ქმარი და ცოლი“, აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები ითამაშებენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თურგაი ველი-ზადე. კომპოზიტორი პირველად ვერსიაში აღწერდა და აპროტესტებდა ოჯახში და საზოგადოებაში აზერბაიჯანელი ქალის უთანასწორობასა და უფლებების შეზღუდვას. მრავალი წლის შემდეგ კი ლიბრეტომ ტრანსფორმაცია განიცადა და სახეშეცვლილი მოვიდა ჩვენამდე მუსიკალური კომედიის სახით. […]

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა. თურგაი ველიზადე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი. თურგაი ველიზადე […]

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნება

თბილისის აზერბაიჯანული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით იწყებს. დარიო ფოს პიესაზე „თავისუფალი ოჯახი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე მუშაობს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ასლან მამედოვი, აიდა თაგიევა, ანარ გუმბათოვი, შეილა ჯაფაროვა და ლეილა კასუმოვა.  სექტემბერის ბოლოს პრემიერაზე აზერბაიჯანელი არტისტები თეატრის ერთგულ მაყურებელს ძველ მისამართზე სახელდახელოდ მოწყობილ დარბაზში უმასპინძლებენ, რომელიც სულ 50 კვადრატული მეტრია და სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, […]

პირველი დახმარება თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ბაქოდან

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრმა ბაქოდან 14 წლის მანძილზე პირველი დახმარება მიიღო. – მას შემდეგ, რაც თეატრის ბიუჯეტი 10 %-ით შემცირდა და შესაბამისად თანამშრომლებს ისედაც მწირი ხელფასები 10 %-ით მოაკლდათ, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო, რაც მსახიობებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებს დაემატა, იმისთვის რომ სამსახურში სიარული შეძლონ… თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის […]

ახალი შენობა თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს

თბილისში ვახტანგ გორგასლის პირველ ნომერში არსებული შენობა, რომელშიც ამჟამად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრია განთავსებული, მთლიანად ავარიული და ამორტიზებულია. შენობაში, სადაც ყველაფერი ინგრევა, არ არის გათბობა, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები გაუმართავია, არ არის საგრიმიოროები, სცენა და მაყურებელთა დარბაზი. დასი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. 800 კვ.მ. ფართის შენობაში, თეატრის თანამშრომლები, ადმინისტრაცია და მსახიობები, […]

ელჩი თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი პრობლემები – ავარიული შენობა და გაუსაძლისი პირობები ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის. თეატრის დასს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წლების განმავლობაში, ჩამონგრეულ კედლებში უხდება მუშაობა. თუმცა, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, დურსუნ ჰასანოვის სტუმრობის შემდეგ, თეატრში იმის იმედი გაჩნდა, რომ მათ […]

“დარისპანის გასაჭირში” მთავარ როლს თურქი მსახიობი ითამაშებს

დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ პროფესიულ დრამატულ თეატრში იდგმება. სპექტაკლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე დგამს და დარისპანის როლზე თურქი მსახიობი ჰყავს მიწვეული. ქალაქ ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნეჯატი ზენგინი, 10 სექტემბერს, თბილისში ჩამოვა. თურქი მსახიობი, საქართველოს დედაქალაქს ქართველი კოლეგის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ესტუმრება და თბილისის აზერბაიჯანული […]

ლაურა რეხვიაშვილი სპექტაკლს აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს

გიორგი შენგელაიას კომედიაში “სიყვარული ყველას უნდა” ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის – ბაბულას როლის შემსრულებელი ლაურა რეხვიაშვილი ახალი როლისთვის ემზადება. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი საპრემიერო სპექტაკლში აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს. დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნაწარმოები “დარისპანის გასაჭირი” თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში იდგმება, სადაც მართას როლზე რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ სწორედ ლაურა რეხვიაშვილი მიიწვია. ვარლამ ნიკოლაძე თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო […]

აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. მან, თავის დროზე აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორი გოჩა კაპანაძე შეცვალა. მისი წასვლის შემდეგ კი, კულტურის სამინისტროში არსებულმა სპეციალურმა საბჭომ შეარჩია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დასამტკიცებლად ვარლამ ნიკოლაძის კანდიდატურა წარუდგინა. თბილისის აზერბაიჯანული […]

თბილისის აზერბაიჯანული თეატრი დააჯილდოვეს

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრი დააჯილდოვეს. თეატრის წარმომადგენლები ბაქოში გასტროლზე იმყოფებოდნტნ, სადაც სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის “დიდროს” მიხედვით დაიდგა და მასში თეატრის აზერბაიჯანელმა მსახიობებმა ითამაშეს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ერთ-ერთი მონაწილე აზერბაიჯანული თეატრის მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველი-ზადეა. იგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოს სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იფთიხარ პირიევის მიწვევით ჩავიდა […]