28 ივნისი, 2017

პირველი დახმარება თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ბაქოდან

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრმა ბაქოდან 14 წლის მანძილზე პირველი დახმარება მიიღო.

– მას შემდეგ, რაც თეატრის ბიუჯეტი 10 %-ით შემცირდა და შესაბამისად თანამშრომლებს ისედაც მწირი ხელფასები 10 %-ით მოაკლდათ, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო, რაც მსახიობებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებს დაემატა, იმისთვის რომ სამსახურში სიარული შეძლონ…

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შრომისუნარიანი, მოაზროვნე თანამშრომლების საშუალო ხელფასი 170-230 ლარს არ აღემატება! უმრავლესობა ქალაქის იმ უბნებში ცხოვრობს, საიდანაც სამსახურში მოსვლისთვის ორი-სამი ტრანსპორტის გამოცვლა სჭირდებათ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან, თეატრმა, ამდენი წლის მანძილზე პირველი დახმარება მიიღო. ეს მინიმალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი! თეატრის თანამშრომლები-ადმინისტრაცია და მსახიობთა დასი, მადლიერია ამ დახმარების და იმედს არ კარგავენ, რომ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროდან მათი თეატრისთვის თანხის სუფსიდირება კვლავაც გაგრძელდება, – აცხადებენ თეატრის პრესსამსახურში.