ჭდე: ტაო კლარჯეთი

“იცით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში?”

"იცით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში?"

ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი ბუბა კუდავა გვიზიარებს: “თქვენი აზრით, რამდენი ეკლესიაა ტაო-კლარჯეთში? – ხშირად ვეკითხები ხოლმე ხალხს. 20, 25, 30… – ვინც ძალიან ზოგადად იცნობს რეგიონს, ძირითადად ამ რაოდენობას ასახელებს ხოლმე. რეალური რაოდენობა კი ყველას აოცებს ხოლმე: 700! დიახ, დღევანდელი მონაცემებით, ტაო-კლარჯეთში 700-მდე ეკლესიაა. ამ რაოდენობაში იგულისხმება როგორც შემორჩენილი ნაგებობები, ისე […]

ჩვენი ნოტრ-დამი ესაა! – გთხოვთ ნახეთ, ჩადით!

ოთხთა ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია

– ჩვენი ნოტრ-დამი ესაა! – აცხადებს ხვთისო ტურძილაძე და ტაო კლარჯეთში უპატრონოდ მიტოვებული ოთხთა ეკლესიის ვიდეოს ავრცელებს: “უბრალოდ უყურეთ. და ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა ემოცია მქონდა დღეს დილით. უცხო ტომების სამყაროში ჩაფლულს ეძინა ოთხთას ეკლესიას. ნაომარს, დამწვარს, ნაცემს… არ გავაღვიძე. ჩუმად მოვინახულე და წამოვედი. როგორი ლამაზია ნახეთ და როგორი ქართული. ვარ აცრემლებული ახლაც. გთხოვთ ნახეთ, […]

ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს 

ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს 

კვლევის ცენტრი ტაო-კლარჯეთში არსებულ აქამდე უცნობ ტერიტორიებს სტუმრობს და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს აკეთებს: “ჩვენმა საექსპედიციო ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში ქართული ხელნაწერების ფრაგმენტებს მიაკვლია. ,,საქართველოს კულტურის და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის’’ ექსპედიცია (ექსპედიციის წევრები: ლევან წიქარიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ბებურ გოზალიშვილი, ანა იმედაშვილი ) თანამედროვე მდგომარეობის აღწერისა და ფოტოფიქსაციის მიზნით ვაჩეძორის მონასტერში იმყოფებოდა. მონასტრის ტერიტორიაზე მუშაობისას გაგვეცნო ადგილობრივი მონადირე, […]

ბოსლად გადაკეთებული ქართული ეკლესია

ტაო კლარჯეთი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ქართული ეკლესია ბოსლად არის გადაკეთებული, მაგრამ ეს ფაქტი, სამწუხაროდ, რეალობაა. ქართული ეკლესია-მონასტრები საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავლადაა. განსაკუთრებით, ტაო-კლარჯეთში, სადაც ჩრდილის ტბასთან, ფექრაშენის ქართული ეკლესია ბოსლად არის გადაკეთებული. არანაკლებ მძიმე დღეშია ოშკის ტაძარი, სამაგიეროდ, ბათუში მუსულმანური მეჩეთი მოვლილი და გაწკრიალებულია. ფოტოებს და ინფორმაციას ამის შესახებ გვერდი “საქართველო ლამაზო” ავრცელებს: “პირველ სურათზე ბოსლად […]

აღმოჩენა ბანას ტაძრის ეზოში

ტაო კლარჯეთში არსებული ქართული კულტურული ძეგლები სათანადოდ შესწავლილი არ არის, ამიტომ ეტაპობრივად ახალ-ახალი აღმოჩენები კეთდება. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ბანას ტაძრის ეზოში ახალი არქეოლოგიური ფენების არსებობაზე საუბრობს: “ახლადგამოვლენილი“ მიწისქვეშა ნაგებობა ბანას ტაძართან. განძის მაძიებელთა მიერ მიყენებული ზიანი ხანდახან ახალ არქეოლოგიურ ფენებს აჩენს. ასე მაგალითად, ახლახანს ბანას ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაახლოებით 20-25 მეტრში, არცთუ მცირე ზომის მიწისქვეშა […]

“საინტერესო და ლამაზი სიახლე ტაოდან!”

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ტაო კლარჯეთში, პარხლის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ კერამიკური ანტეფიქსთან – სახურავის დეტალთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს ავრცელებს: “საინტერესო და ლამაზი სიახლე ტაოდან! ეს კერამიკული ანტეფიქსი (სახურავის დეტალი) პარხლის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა. წარწერა: „ქე შმე“. ორივე ნაწილს ახლავს ქარაგმის ნიშანი. ქარაგმის გახსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება, თუმცა ყველაზე ლოგიკურად ეს ვერსია მეჩვენება: […]

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო კლარჯეთში

ტაო კლარჯეთში ახალი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. „კვლევის ცენტრის“ XXII ექსპედიციისას ტაოში მიკვლეულ იქნა სოფელ მერენესის ასომთავრული წარწერა, რომლის ტექსტი შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფრომაციას ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ! წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ […]

ტაო კლარჯეთის ქართული ეკლესიები BBC-ს ფოკუსში

ტაო კლარჯეთში არსებული ტაძრები BBC-ს ყურადღების ცენტრში მოექცა. „თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას BBC, რომლის ავტორებიც ქეითი ნადვორნი და ემა ჰარპერი არიან. წერილში მოთხრობილია თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებზე, რომლებიც გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებენ. სტატიაში საუბარია ოშკის ეკლესიაზე, რომელიც საქართველოს და თურქეთის შეუთანხმებლობის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია. თურქეთ-საქართველოს შეუთანხმებლობის გამო, არანაკლებ რთულ […]

უცნობი ექსპონატები ტაო კლარჯეთიდან

26 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია “ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი”. კატალოგი ეძღვნება 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის 100 წლის იუბილეს და მასში შესულია ბევრი უცნობი და საინტერესო, ტექსტური და ვიზუალური მასალა, ექსპედიციის შედეგად მიღებული ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები, დღეს უკვე ექსპონატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. ზუსტად 100 […]

“რატომ დუმს ყველა უმაღლესი უწყება?”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

კითხულობს ხელოვნებათმცოდნე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მას ტაო კლარჯეთში არსებული უნიკალური ქართული ძეგლების ურთულეს მდგომარეობაზე სახელმწიფოს პოზიცია აინტერესებს: “საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები რას ფიქრობენ ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე? ეს რთული პრობლემა ერთი უწყების საქმე არაა, მთელი მთავრობის (და პარლამენტისაც და მმართველი პარტიისაც) საქმეა. რით წაწიეს წინ საქმე? თუ უკან გაექცათ […]