7 ოქტომბერი, 2019

არაჩვეულებრივი სიახლე – აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში

არაჩვეულებრივი სიახლე - აღმოჩენა ტაო-კლარჯეთშიტაო-კლარჯეთში არაერთი ქართული ძეგლია, რომელიც მკვლევარების ინტერესის ობიექტია.

კვლევის ცენტრის ექსპედიციამ თემურ ხუციშვილის ხელმძღვანელობით ისტორიული ტაო-კლარჯეთში კლდეში ნაკვეთი უცნობი ეკლესია აღმოაჩინა:

“ისტორიულ ტაო-კლარჯეტში ექსპედიცია ამ არაჩვეულებრივი სიახლით დავიწყეთ! ჩვენმა ექსპედიციამ იმიერ ტაოში დღემდე უცნობ კლდეში ნაკვეთ ეკლესიას მიაკვლია.

გარდა იმისა, რომ ის გამორჩეულია თავისი დახვეწილობით, მისი საკურთხეველი მოხატულიც ყოფილა. მხატვრობა ძლიერაა დაზიანებული, თუმცა ორნამენტის ფრაგმენტი შემორჩა საკურთხევლის თაღზე, სამხრეთით. აქვე შემორჩა, სავარაუდოდ ფრესკული წარწერის ფრაგმენტიც.”

არაჩვეულებრივი სიახლე - აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში

არაჩვეულებრივი სიახლე - აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში