6 სექტემბერი, 2017

აღმოჩენა ბანას ტაძრის ეზოში

ტაო კლარჯეთში არსებული ქართული კულტურული ძეგლები სათანადოდ შესწავლილი არ არის, ამიტომ ეტაპობრივად ახალ-ახალი აღმოჩენები კეთდება.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ბანას ტაძრის ეზოში ახალი არქეოლოგიური ფენების არსებობაზე საუბრობს:

“ახლადგამოვლენილი“ მიწისქვეშა ნაგებობა ბანას ტაძართან.

განძის მაძიებელთა მიერ მიყენებული ზიანი ხანდახან ახალ არქეოლოგიურ ფენებს აჩენს. ასე მაგალითად, ახლახანს ბანას ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაახლოებით 20-25 მეტრში, არცთუ მცირე ზომის მიწისქვეშა სათავსები გამოჩნდა.

თუმცა, ცხადია, არცერთ ასეთ „სიახლედ“ არ ღირს ძეგლისა და მისი არქეოლოგიური ფენების ხელყოფა.”