ჭდე: სოთბის აუქციონი

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

სოთბის აუქციონზე არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ხვდება და სოლიდურ ფასადაც იყიდება. გამონაკლისი არც ნიკო ფიროსმანია. სოთბის აუქციონზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით”, რომელიც 700.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ამ ინფორმაციას ერთი სამწუხარო ფაქტი ახლავს თან – ფიროსმანის ნამუშევარი რუსული ხელოვნების ნიმუშად არის წარდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსული […]

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე

28 ნოემბერს ლონდონში სოთბის აუქციონი გაიმართება. ბაია გალერეამ საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე მერაბ აბრამიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ვახო ბუღაძის და კოტე სულაბერიძის ნამუშევრების შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მხატვარი დავით გაბიტაშვილი წარადგინა. ეს არის მეხუთე მხატვარი, რომელიც გალერეის რეკომენდაციით მონაწილეობას იღებს ლონდონის სოთბის აუქციონზე “საბჭოთა კავშირის ხელოვნება”. სოთბის აუქციონზე დავით გაბიტაშვილის ნამუშევარი “ზაფხული სოხუმში” იქნება წარმოდგენილი და მისი […]

ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი “სოთბის” აუქციონზე

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის “მედუზას” შემდეგ, სოთბის აუქციონზე მისი კიდევ ერთი ნამუშევარი მოხვდა. “მონაზონი” – ასე უწოდა 24 წლის მხატვარმა 2012 წელს შექმნილ ტილოს, რომელიც სოთბისში Take Home a Nude გამოფენა-აუქციონზე 24 ოქტომბერს მარინა აბრამოვიჩთან, პატრიკ დემარშალთან და სხვებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. 4 ნოემბერს კი ლევან სონღულაშვილის შემოქმედება ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინება.  

“მოდით ერთად გამოვისულელოთ თავი!”

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოთბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის ყიდვას ეხმაურება და თავის ეჭვებს გამოთქვამს. სოფო კილასონია: “როგორ კრიზისულ მომენტებს ემთხვევა ხოლმე ფიროსმანის ნამუშევრების ევროპულ აუქციონზე გატანა და სცენაზე გადამრჩენელი ბიძინას გამოსვლა, რომელიც იშიშვლებს ხოლმე ხმალს, ყიდულობს (ძალიან იაფად) ფიროსმანის ნამუშევარს და აბრუნდებს დედასამშობლოში. ტაშს უკრავენ ფსევდოპატრიოტები და ფარისევლები. ისინი კი ძალიან ბევრი გვყავს. […]

792.750 ფუნტი სტერლინგი ქართული მხატვრობისთვის

ლონდონში “სოთბის” მორიგი აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი – ნიკო ფიროსმანის “შველი წყლის პირას”, ლადო გუდიაშვილის “ჩვენი ნიკო”, მერაბ აბრამიშვილის “300 არაგველი” და “ავაზა”, ასევე ავთო ვარაზის თევზი და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები. ნიკო ფიროსმანის ტილოს “შველი წყლის პირას” საწყისი ფასი 150.000 ფუნტი სტერლინგი იყო. ნახატი 629.000 ფუნტ სტერლინგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ეს […]

სოთბის აუქციონზე კიდევ ერთი ქართველის ნახატი გაიყიდება

7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი. “არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები. ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ქეთევან კორძახია: “სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს […]

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

ნიკო ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება. “შველი წყლის პირას” რუსული მხატვრობის ნუსხაშია შეტანილი და მისი ფასი 150.000-დან 200.000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. 2011 წელს ნიკალას ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 500.000 სტერლინგად გაიყიდა. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის გარდა, რუსული მხატვრობის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ტილო. ლადო გუდიაშვილის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი სოთბის აუქციონზე 4.000-დან 6.000 სტერლინგამდე მერყეობს. ფიროსმანის […]

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე გაიყიდა

სოთბის სააუქციონო სახლი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ექცევა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოლო პერიოდში გასაყიდ ექსპონატთა შორის ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც ხვდება. ამჯერად სოთბის სააუქციონო სახლის აუქციონზე “XX საუკუნე – განსხვავებული პერსპექტივა” მერაბ აბრამიშვილის რამდენიმე ნამუშევარი გაიტანეს. მათგან ერთ-ერთი “პიანინო” 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ინფორმაციას ბაია გალერეა ავრცელებს და განმარტავს, რომ ქართველი მხატვრის ეს ნამუშევარი […]

სოთბის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა

ნიუ იორკში დაგეგმილი სოთბის წლევანდელი აუქციონისკენ განსაკუთრებულად იყო მიპყრობილი ქართველთა ყურადღება, რადგან გასაყიდ ექსპონატებს შორის, ქართველი მხატვრის ნამუშევარიც იყო წარდგენილი. წელს სოთბის აუქციონზე მისმა ორგანიზატორებმა გასაყიდად გაიტანეს 23 წლის ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი “მედუზა”, რომელიც მან 22 წლის ასაკში ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს დახატა. როგორც მოსალოდნელი იყო, “მედუზამ” აუქციონზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო […]