17 ოქტომბერი, 2015

სოთბის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა

1sotbyნიუ იორკში დაგეგმილი სოთბის წლევანდელი აუქციონისკენ განსაკუთრებულად იყო მიპყრობილი ქართველთა ყურადღება, რადგან გასაყიდ ექსპონატებს შორის, ქართველი მხატვრის ნამუშევარიც იყო წარდგენილი.

წელს სოთბის აუქციონზე მისმა ორგანიზატორებმა გასაყიდად გაიტანეს 23 წლის ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი “მედუზა”, რომელიც მან 22 წლის ასაკში ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს დახატა. როგორც მოსალოდნელი იყო, “მედუზამ” აუქციონზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და სოლიდურ ფასად ამერიკელ არტ კოლექციონერზე ნიუ იორკში გაიყიდა.

ლევან სონღულაშვილი:

“მეამაყება, რომ 2013 წელს, 22 წლის ასაკში, თბილისში, ჩემს პატარა ოთახში შექმნილი, კიდევ უფრო პატარა “მედუზა” დღეს ნიუ-იორკის “სოთბის” სახლში გამოიფინა 91 წლის ლეგენდარული ამერიკელი არტისტის Philip Pearls-ის, Eric Fischl-ის, Vincent Desiderio-სა და სხვა, მსოფლიო არტ სივრცეში აღიარებული ამერიკელი და ევროპელი არტისტების ნამუშევარებთან ერთად.

“სოთბის” ექსპოზიციისა და აუქციონისთვის ორ ეტაპიანი შესარჩევი საფეხური გაიარეს არტისტებმა.

პირველი – როცა ხელოვანების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს არჩევდა არტ კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან შემდგარი კომისია, სადაც ბევრი საინტერესო მხატვრის შემოქმედება არ მიიღეს.

მეორე – როცა შერჩეულ ნამუშევრებს საექსპოზიციოდ არჩევდა ნიუ-იორკის “სოთბის” სახლის წარმომადგენლობა.

ეს მხოლოდ დასაწყისია უსასრულობაში მიმავალ სივრცეში, სადაც ინტუიტიურ დონეზე ვგრძნობ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია, რაზეც ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს… შეუძლებელი კი არაფერია.”

1levan-somgulashvilis-meduza