7 ივნისი, 2016

792.750 ფუნტი სტერლინგი ქართული მხატვრობისთვის

1sotbyლონდონში “სოთბის” მორიგი აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი – ნიკო ფიროსმანის “შველი წყლის პირას”, ლადო გუდიაშვილის “ჩვენი ნიკო”, მერაბ აბრამიშვილის “300 არაგველი” და “ავაზა”, ასევე ავთო ვარაზის თევზი და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები.

ნიკო ფიროსმანის ტილოს “შველი წყლის პირას” საწყისი ფასი 150.000 ფუნტი სტერლინგი იყო. ნახატი 629.000 ფუნტ სტერლინგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო იყიდა. გასულ წელს მან “კრისტის” აუქციონზე გატანილი ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

ლადო გუდიაშვილის მიერ დახატული ფიროსმანის პორტრეტი “ჩვენი ნიკო”, 75.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 4.000 ფუნტი სტერლინგი იყო.

“სოთბის” აუქციონზე სახელწოდებით “თანამედროვე აღმოსავლეთი” ასევე გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი – “ავაზა” 26.250 ფუნტ სტერლინგად, რომლის საწყისი ღირებულება იყო 8.000-12.000 ფუნტი სტერლინგი და “300 არაგველი” 62.500 ფუნტ სტერლინგად, რომლის საწყისი ღირებულება 20.000-30.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.