Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: სოსო ლაღიძე

მოუსმინეთ კახი კავსაძის, გურამ საღარაძის, სოსო ლაღიძის და ჯემალ ღაღანიძის არაჩვეულებრივ სიმღერას

მოუსმინეთ კახი კავსაძის, გურამ საღარაძის, სოსო ლაღიძის და ჯემალ ღაღანიძის არაჩვეულებრივ სიმღერას

მუსიკოსი ის საკანდელიძე რუსთაველის თეატრის მსახიობების კახი კავსაძის, გურამ საღარაძის, სოსო ლაღიძის და ჯემალ ღაღანიძის სიმღერის ჩანაწერს აქვეყნებს: “ჩვენი უსაყვარლესი სოსო ლაღიძე… ნათელში იყოს მისი სული… გოგი გელოვანის სახელობის ფესტივალი ჩატარდა თეატრების სასიმღერო კოლექტივებს შორის 2009 წელს. მადლობა ღმერთს, რომ ამ კონცერტის ჩაწერა შევძელით საპატრიარქოს ტვ “ერთსულოვნებაზე” და ასე შევინარჩუნეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების: სოსო ლაღიძის, […]

სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

82 წლის ასაკში მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. სოსო ლაღიძემ მთელი ცხოვრება ქართული კულტურის სამსახურში გაატარა. ის რუსთაველის თეატრში თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა. სოსო ლაღიძემ თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო და დაუვიწყარი როლი შექმნა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა ანი ლაღიძემ გაავრცელა: “…დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ… რუსთაველის თეატრის სახე – სოსო ლაღიძე…”

რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი

საინტერესო ისტორიები რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებიდან

იცით მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი? მაესტრო, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თეატრსა თუ კინოში თითოეულ როლზე ზედმიწევნით გულმოდგინედ მუშაობდა. “ზამთრის ნოველა” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც დოკუმენტური ფილმების სტუდიამ “რაკურსი” გადაიღო. ფილმის რეჟისორია დავით ცინცაძე. მთავარ როლს კი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებს, რომელიც მაესტროს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა. ფილმში ასევე მონაწილეობენ რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ლეჟავა, ნანა […]

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა. მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია. ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი. ”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს:

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 2 ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. ჯილდო მსახიობმა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის “საბრალდებო დასკვნის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ისიდორეს როლის შესრულებისთვის და სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მიიღო. სოსო ლაღიძე ოქროს მედლებით სომხეთის […]