14 ივლისი, 2018

სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

სოსო ლაღიძე გარდაიცვალა82 წლის ასაკში მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა.

სოსო ლაღიძემ მთელი ცხოვრება ქართული კულტურის სამსახურში გაატარა. ის რუსთაველის თეატრში თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა.

სოსო ლაღიძემ თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო და დაუვიწყარი როლი შექმნა.

ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა ანი ლაღიძემ გაავრცელა:

“…დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ…
რუსთაველის თეატრის სახე – სოსო ლაღიძე…”