Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი

9 აპრილი, 2018

რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლიიცით მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი? მაესტრო, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თეატრსა თუ კინოში თითოეულ როლზე ზედმიწევნით გულმოდგინედ მუშაობდა.

“ზამთრის ნოველა” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც დოკუმენტური ფილმების სტუდიამ “რაკურსი” გადაიღო. ფილმის რეჟისორია დავით ცინცაძე. მთავარ როლს კი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებს, რომელიც მაესტროს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ლეჟავა, ნანა ხურითი, ლეო ანთაძე, სოსო ლაღიძე, კირა ანდრონიკაშვილი, ქეთი ყიასაშვილი, მერაბ ანდრონიკაშვილი, მერაბ ამირიძე, თამუნა კბილაშვილი, ანა თუმანიშვილი და პირველად ეკრანზე ლიკა მასპინძელაშვილი.