8 ოქტომბერი, 2017

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა.

მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია.

ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი.

”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს: