ჭდე: ნიკუშა შენგელაია

ლეგენდა სახელად ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

ლეგენდა სახელად ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ქართული კულტურის ლეგენდებად არიან აღიარებულნი. ხელოვანებმა თავიანთ საყვარელ საქმეს შესწირეს სიცოცხლე და შთამომავლობასაც ქართული კულტურა უსაზღვროდ შეაყვარეს. ლეგენდარულ პაპასა და ბებიას მხატვარი ნიკუშა შენგელაია ასე იხსენებს: “ვერიკო და მიშა გამორჩეული წყვილი იყო. ორივე ნიჭიერი, უბრალო, კეთილი. ყველას უყვარდა მათი დანახვა და მათთან ურთიერთობა სიამოვნებდა. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ გაჭირვებაში […]

ქეთევან კიკნაძის ბოდიში ნიკუშა შენგელაიას

ქეთევან კიკნაძის ბოდიში ნიკუშა შენგელაიას

მსახიობი ქეთევან კიკნაძე მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ბოდიშს უხდის: “მე ბოდიში მინდა მოვიხადო ნიკუშა შენგელაიას წინაშე, მამა მაინც მამაა. მაგრამ ნერვებმა ძალიან მიმტყუნა, შენი შვილები რომ უზრუნველყოფილი არიან ეს ცოტაა? მაგრამ ეს ყველაფერი ხომ სოფიკოა, ვერიკოა და მიშა ჭიაურელი და არა, სამი ფილმი. ნიკუშა! მიყვარხარ და მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა სოფიკოსთან, მისი გარდაცვალება ჩემთვის შემაძრწუნებელი […]

ნიკუშა შენგელაია: ,,ეს არის დანაშაული!’’

მხატვარი ნიკუშა შენგელაია იმ დანაშაულებებზე საუბრობს, რომელიც მის თვალწინ განვითარდა. როგორც ხელოვანს, ძალიან აღელვებს დედაქალაქთან და მის კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომაც, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მისთვის დანაშაულის ტოლფასია, ხმამაღლა საუბრობს და არც პროტესტს ერიდება. “ის თემები, რაც ქალაქს შეეხება, ყველა თბილისელის გულის ტკივილია, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ და აქ ცხოვრებას ვაპირებთ. თუ არ გავაანალიზებთ რამ […]

რა კრიტერიუმით იქნა არჩეული მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია?

– რა კრიტერიუმით იქნა არჩეული მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია? – ამ კითხვაზე პასუხი ახალგაზრდა ალტისტს გიორგი ცაგარელს აინტერესებს: “როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს რა კრიტერიუმით იქნა არჩეული თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია? ყველგან მოხსენიებულია როგორც მხატვარი. ვინაიდან დიდი პერიოდი საქართველოში არ ვცხოვრობდი, არ ვიცნობ მის შემოქმედებას. არც ის ვიცი, რა დამსახურებები აქვს, რომ ასეთი საპატიო რამ, […]

როგორი იყო სოფიკო ჭიაურელის უკანასკნელი დღეები?

სოფიკო ჭიაურელი

2 მარტი ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების დღეა. წელს ამ დღეს მისი ოჯახის წევრები უკვე მეშვიდედ შეიკრიბნენ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მსახიობი 71 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ის სნეულებისგან დასუსტებული და დაუძლურებული არავის უნახავს, თავის კოლეგებსაც კი. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა. […]