18 ივლისი, 2015

რა კრიტერიუმით იქნა არჩეული მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია?

1nikusha-shengelaia– რა კრიტერიუმით იქნა არჩეული მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია? – ამ კითხვაზე პასუხი ახალგაზრდა ალტისტს გიორგი ცაგარელს აინტერესებს:

“როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს რა კრიტერიუმით იქნა არჩეული თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეჩირაღდნედ ნიკუშა შენგელაია? ყველგან მოხსენიებულია როგორც მხატვარი. ვინაიდან დიდი პერიოდი საქართველოში არ ვცხოვრობდი, არ ვიცნობ მის შემოქმედებას. არც ის ვიცი, რა დამსახურებები აქვს, რომ ასეთი საპატიო რამ, როგორიცაა ოლიმპიადაზე მეჩირაღდნეობა ერგო პატივად. ამიტომ ჩემს ირგვლივ ყველას ვკითხე მის დამსაახურებებსა და შემოქმედებაზე. ასევე ინტერნეტშიც ვეძებე! პასუხი არავის აქვს… ჩემი აზრით ოლიმპიური ჩირაღდანი არ უნდა უტოლდებოდეს “სანთებელის ანთებას!”

სახელგანთქმული და გენიალური ადამიანების შვილობაც არგუმენტად არ მიიღება!”