ლეგენდა სახელად ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

ლეგენდა სახელად ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელიმსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ქართული კულტურის ლეგენდებად არიან აღიარებულნი.

ხელოვანებმა თავიანთ საყვარელ საქმეს შესწირეს სიცოცხლე და შთამომავლობასაც ქართული კულტურა უსაზღვროდ შეაყვარეს.

ლეგენდარულ პაპასა და ბებიას მხატვარი ნიკუშა შენგელაია ასე იხსენებს:

“ვერიკო და მიშა გამორჩეული წყვილი იყო. ორივე ნიჭიერი, უბრალო, კეთილი. ყველას უყვარდა მათი დანახვა და მათთან ურთიერთობა სიამოვნებდა.

ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ გაჭირვებაში მყოფ ხალხს, თუნდაც სულიერი თანადგომით.

ვერიკო და მიშა თავისი სიყვარულის ან გაცნობის ამბავს იშვიათად ჰყვებოდნენ. ერთადერთი მახსოვს ის ამბავი, რომ რაც პაპაჩემმა მომავალ მეუღლეს დაქორწინებამდე შეჰფიცა, შეუსრულა კიდეც.

ფიქრის გორაზე მაშინ სახლები არ იყო. თურმე ერთ დღესაც ამ ტერიტორიაზე მისეირნობდნენ და მიშამ ვერიკოს პირველად მაშინ აკოცა. თან დაპირდა, რომ სადაც გაკოცებ, სახლს იქ აგიშენებო. მართლაც დაოჯახების შემდეგ, შეუსრულა დანაპირები და ერთად დასახლდნენ ფიქრის გორაზე.

ბებო ხუმრობით ამბობდა ხოლმე, ნიკუშას თაობა რამდენ ადგილსაც ქალს აკოცებს, ყველგან რომ სახლი ააშენოს, დავიღუპებითო.”