ჭდე: ხელოვნების ქურუმი

უმაღლესი ჯილდო თენგიზ არჩვაძეს

ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილ ვარსკვლავს თენგიზ არჩვაძეს 85 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხელოვანს დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს. მისი სიხარული ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და რიგითმა მაყურებლებმა გაიზიარეს. ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატისადმი მიძღვნილი წიგნის “სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია და მასში იუბილარი მსახიობის […]

“ხელოვნების ქურუმი” გივი მუნჯიშვილს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საგუნდო კაპელის ქორმაისტერს, გივი მუნჯიშვილს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. კონცერტზე მსოფლიო საგუნდო კლასიკის პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა, ქორმაისტერები – გივი მუნჯიშვილი და არჩილ […]

ყველაზე გამორჩეული ჯილდო ნინო ანანიაშვილს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 35 წელი სცენაზე დგას. მისი ცეკვით მოხიბლულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი. ამის დასტურია, ის რომ მოცეკვავე არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელია. ნინო ანანიაშვილი ქართულ საბალეტო დასს 2004 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში მან დასთან ერთად მაყურებელს შესთავაზა ათეულობით პრემიერა, განახორციელა ათეულობით გასტროლი სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა […]

კიდევ ერთი ჯილდო ვაჟა აზარაშვილს

მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ხალხის სიყვარული და ჯილდოები არ აკლია, მას კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა. არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორმა ჯილდო ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – ხელოვნების ქურუმი პირადად მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა. ვაჟა აზარაშვილს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული – იაკობ გოგებაშვილის […]

ხელოვნების ქურუმი ოთარ ბაღათურიას

რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს ოთარ ბაღათურიას 75 წლის იუბილეზე ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. „ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს”, „ამიკო”, „საშობაო ზღაპარი”, „მეფე ლირი თავშესაფარში“ – ეს იმ პიესების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორიც საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატია. სანდრო ახმეტელის […]

ხელოვნების ქურუმი დიანა მელაძეს

არაერთი ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებელთა თაობების აღმზრდელს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს პედაგოგს დიანა მელაძეს 16 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. “ქალბატონი დიანა მელაძე 50 წელზე მეტია, რაც ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“. […]

ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძეს

ცნობილი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ხელოვნების ქურუმის მფლობელია. მას ეს ჯილდო კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გადასცა. კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი გულბათ ტორაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „ღირსების ორდენის“ კავალერი. გულბათ ტორაძემ მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას თავისი ახალი წიგნები “სულხან ცინცაძე”, “ელისო ვირსალაძე” და “მოგონებები” შესთავაზა.

ხელოვნების ქურუმი უხუცეს ფერმწერს

უხუცეს ფერმწერსა და გრაფიკოსს ლევან ცუცქირიძეს ხელოვნების ქურუმს გადასცემენ. 90 წლის ხელოვანს ჯილდო ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭება. სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ანდერსენის სახელობის საერთაშორისო დიპლომის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა 1980 წელს სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. ოთხ წიგნად არის გამოცემული მხატვრის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. ლევან ცუცქირიძემ ასევე შექმნა […]

მერაბ კოკოჩაშვილი ხელოვნების ქურუმია

სახალხო არტისტი და ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნების ქურუმი გადასცა. რეჟისორის საიუბილეო საღამო კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები, მსახიობები, მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. მართალია მსახიობს საიუბილეო თარიღი 21 მარტს შეუსრულდა, მაგრამ მისი აღნიშვნა მოგვიანებით დაიგეგმა. კულტურს მინისტრმა მერაბ კოკოჩაშვილი სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული […]

გიული ჩოხელი ხელოვნების ქურუმია

პირველი ქართველი ჯაზმომღერალი გიული ჩოხელი ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადასცა. გიული ჩოხელი გახლდათ პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, რომელმაც შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით, გასული საუკუნის 50–60–იან წლებში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში. იგი […]