Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უმაღლესი ჯილდო თენგიზ არჩვაძეს

19 დეკემბერი, 2017

უმაღლესი ჯილდო თენგიზ არჩვაძესქართული კინოსა და თეატრის ნამდვილ ვარსკვლავს თენგიზ არჩვაძეს 85 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხელოვანს დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს. მისი სიხარული ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და რიგითმა მაყურებლებმა გაიზიარეს.

ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატისადმი მიძღვნილი წიგნის “სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია და მასში იუბილარი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებია გაერთიანებული.

თენგიზ არჩვაძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში კი თენგიზ არჩვაძის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.

უმაღლესი ჯილდო თენგიზ არჩვაძეს