ჭდე: გურული დღიურები

რუსულენოვანი “გურული დღიურების” ჰონორარი აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას

გიორგი კეკელიძემ 3000 ლარი მოიგო

მწერალ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნაწარმოები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. სულ მალე “გურული დღიურები” რუსულადაც გამოიცემა. ნაწარმოების ავტორის გიორგი კეკელიძის მოთხოვნით, საავტორო ჰონორარი საქართველოს მხრიდან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს გოგონას გადაეცემა. გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურები” მალე რუსულადაც გამოიცემა. ჩემი გადაწყვეტილებით და ეს გარეკანზეც მითითებულია საგანგებოდ, საავტორო ჰონორარი გადაეცემა საქართველოს მხრიდან აგვისტოს ომში […]

“გურული დღიურების” სტიპენდია ობოლ დებს

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა “გურული დღიურები” პოპულარობა საქართველოს გარეთაც მოიპოვა. წიგნის ავტორმა გიორგი კეკელიძემ სტიპენდია დააწესა და მას “გურული დღიურების სტიპენდია” უწოდა. მწერლის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის პირველი მფლობელები მისი მშობლიური კუთხის – გურიის მცხოვრებლები არიან. გიორგი კეკელიძე: “ჩემს დიდ სიხარულზე მოგიყვებით. ცოტა შორიდან. ოთხმოცდაათიანები წლები იდგა. გვიჭირდა, მართლა გვიჭირდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მე […]

,,გურული დღიურების’’ კიდევ ერთი წარმატება

გარდა იმისა, რომ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” ბესტსელერია, მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. წიგნის ავტორი კიდევ ერთ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება. გიორგი კეკელიძე: “კარგი ამბავი – ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “გურული დღიურების” გარეკანი ნატა ავალიანის დიზაინით, “ნატვრის ხის” ახალი გამოცემის დიზაინთან ერთად ფინალშია. ათასობით გამოცემებს შორის მსოფლიოს 11 საუკეთესო გარეკანი […]

,,გურული დღიურები’’ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

მწერლისა და პოეტის გიორგი კეკელიძის წიგნის “გურული დღიურები” წარმატებები გრძელდება. კრებული, რომელიც გაყიდვების მხრივ ნამდვილი ბესტსელერია, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და გიორგი კეკელიძე ავრცელებენ: “მხარი დავუჭიროთ გიორგი კეკელიძის ”გურულ დღიურებს”, რომელიც ”The beauty and the book award”-ზე იღებს მონაწილეობას. ხმის მიცემა იასამნისფერ პეპელაზე დაჭერით ხდება.” წიგნის ავტორის გიორგი კეკელიძის […]

გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს

მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მწერალთა სახლში მიიწვიეს, სადაც ყველა მწერლისთვის საოცნებო ჯილდო გადასცეს. “გურული დღიურების” ავტორს მისი დაწერისთვის რჩეულიშვილის პრემია გადაეცა. ინფორმაცია გიორგი კეკელიძემ თავად გაავრცელა: “საქმემ ეგრე მოიტანა, რომ ეს პერიოდი ცოტა ავად ვარ და გარეთ იშვიათად გავდივარ, თუ ქვეყანა იქცევა და სხვა მსგავს შემთხვევებში. დღეს ,,გურულ დღიურებს” რჩეულიშვილის […]

მერაბ ნინიძე სპეციალურ გზავნილს აგზავნის

მერაბ ნინიძე დეზინფორმატორების მსხვერპლია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანიიდან სპეციალურ გზავნის აგზავნის, რომელიც გიორგი კეკელიძის “გურულ დღიურებს” ეხება: “დღეს წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით, როგორც შეეფერება. მინდა პათოსის გარეშე და ლაკონურად დავწერო, მაგრამ თან არ ვიცი ჯერ როგორ ჩამოვაყალიბო, დღეს მე შენ გაგიცანი ასეთი შთაგონებული ფორმით და შენს სიტყვებს მივყვებოდი მდინარე რო წაგიღებს ისე. გულწრფელი სუფთა ცრემლით და ხმამაღალი […]

“გურული დღიურები” წლის ბესტსელერია

გიორგი კეკელიძის წიგნი “გურული დღიურები” საახალწლო წიგნის ფესტივალზე წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა. არადა, კრებული სულ ერთი თვის გამოცემულია. გიორგი კეკელიძის ლექსების კრებული კი წინანდლის პრემიის ფინალში გავიდა: “ძვირფასო მეგობრების ნაწილო, მე ხომ ვიცი, რომ ნაწილს თქვენგანს “გურული დღიურები”ის წარმატება დიდად ვერ ხიბლავს და ფეისბუკ-სამზარეულოში, რომელსაც ფეისბუკ-დახურულ ჯგუფს უწოდებენ, ცოტა დროს ხარჯავენ. მე ხომ კარგად ვიცნობ […]