14 მაისი, 2015

გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს

1kekelidzeმწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მწერალთა სახლში მიიწვიეს, სადაც ყველა მწერლისთვის საოცნებო ჯილდო გადასცეს.

“გურული დღიურების” ავტორს მისი დაწერისთვის რჩეულიშვილის პრემია გადაეცა. ინფორმაცია გიორგი კეკელიძემ თავად გაავრცელა:

“საქმემ ეგრე მოიტანა, რომ ეს პერიოდი ცოტა ავად ვარ და გარეთ იშვიათად გავდივარ, თუ ქვეყანა იქცევა და სხვა მსგავს შემთხვევებში.

დღეს ,,გურულ დღიურებს” რჩეულიშვილის პრემია გადასცეს და მივედი მწერალთა სახლში.

უკან მობრუნებულმა ბიბლიოთეკაში გამოვიარე და რომელიღაც თქვენგანს მანჩესტერის ფორმა დაუტოვებია ჩემი გვარითურთ. დიდი მადლობა საჭირო საჩუქრისთვის, ისედაც ,,ქამბექებისთვის” ვემზადები.”