Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გურული დღიურები” წლის ბესტსელერია

25 დეკემბერი, 2014

gg2გიორგი კეკელიძის წიგნი “გურული დღიურები” საახალწლო წიგნის ფესტივალზე წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა. არადა, კრებული სულ ერთი თვის გამოცემულია. გიორგი კეკელიძის ლექსების კრებული კი წინანდლის პრემიის ფინალში გავიდა:

“ძვირფასო მეგობრების ნაწილო, მე ხომ ვიცი, რომ ნაწილს თქვენგანს “გურული დღიურები”ის წარმატება დიდად ვერ ხიბლავს და ფეისბუკ-სამზარეულოში, რომელსაც ფეისბუკ-დახურულ ჯგუფს უწოდებენ, ცოტა დროს ხარჯავენ. მე ხომ კარგად ვიცნობ ამგვარ ხალხს, თან ზოგ ინტელექტუალს, ყველას რომ არ ვგულისხმობ, ცხადია, და მათაც იციან,, ონლაინ გავუზიარე მანამ, სანამ ეს წიგნი ასეთი პოპულარული (მაპატიეთ ეს ამბავი) გახდებოდა და დიდი ქებანიც მომიბრუნა. მე არ მგონია, რომ ,,გურული დღიურები” ცალმხრივად საქებარი იყოს – ეს არის გარდამავალი ტექსტი პოეზიიდან პროზაზე, ტიპური ესეისტიკა მხატვრული ფორმით. მისი ნაკლიც და უპირატესობაც შესანიშავად ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ყველა მკითხველს! გადმომცეს ასლარიანი ვაუჩერი წიგნებისთვის, ამ ვაუჩერს ჩემი მხრივ, ჩემი სოფლის, სურების ბიბლიოთეკას გადავცემ, ამ წიგნის ,,წერა” ხომ იქ დავიწყე. აქვე უმადურობა იქნება, რომ ყოველდღიურად უამრავი გულშემატკივრის წერილს ერთი და დიდი მადლიერებით არ ვუპასუხო! ძალიან დიდი მადლობა რომ კიდევ შემორჩით და წიგნი გიყვართ! ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!” – აცხადებს გიორგი კეკელიძე.