Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: გიო ხუციშვილი

ეძღვნება გიო ხუციშვილს

ეძღვნება გიო ხუციშვილს

მომღერალი გიო ხუციშვილი ავთვისებიანი სიმსივნისგან გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა დიდ საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო გაუმართეს და ვარსკვლავიც საზეიმო ვითარებაში გაუხსნეს. მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა და მომღერალმა დათუნა სირბილაძემ გიო ხუციშვილს სიმღერა მიუძღვნეს. “ისევ მინდა გაზაფხული” – ასე ეწოდება კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერას, რომლისთვისაც ტექსტი პოეტმა ნანა ცინცაძემ დაწერა. ამ სიმღერას გიო ხუციშვილი მღეროდა, თუმცა […]

გიო ხუციშვილის მთავარი სათხოვარი გულშემატკივრებს

გიო ხუციშვილის მთავარი სათხოვარი გულშემატკივრებს

მომღერალი გიო ხუციშვილი მისმა მსმენელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისმა მეგობრებმა კი გაავრცელეს მომღერლის თხოვნა, რომელიც მან თავის გულშემატკივრებს და ახლობელ ადამიანებს დაუტოვა: “არსადაც არ წავსულვარ! – მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ… თქვენთან ვიყავი და ვიქნები… ვიქნები ისეთი, როგორიც დაგამახსოვრდით, როგორიც გტკიოდით და გიყვარდით… ასეა… და მე – თქვენში დატოვებული მე – […]

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნეს

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნეს

მიუხედავად იმისა, რომ მსმენელმა გიო ხუციშვილის არაერთი სიმღერა იცის და უყვარს, არსებობს სიმღერები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მომღერლისა და კომპოზიტორის ოთარ რამიშვილის შვილი, მიშიკო რამიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის არქივში გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი ოთარ ტატიშვილის სიმღერები აღმოაჩინა: “მახსოვდა, რომ ჩემს არქივში უნდა ყოფილოყო აუდიო კასეტაზე, გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი მამაჩემის სიმღერები და აღმოვაჩინე კიდეც […]

ნიკა რურუა: “ვიცი, რომ გიოს არ ეწყინებოდა…”

ნიკა რურუა: "ვიცი, რომ გიოს არ ეწყინებოდა..."

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მომღერალ გიო ხუციშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ამ ამბის საჯაროდ მოყოლა მის მეგობარს არ ეწყინებოდა: “ვიცი, რომ გიოს არ ეწყინებოდა – ერთი ისტორია მინდა მოვყვე: აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. ოჩამჩირეში. რატომღაც გიოს ბათინკები მახსოვს – მუდმივ პოსტზე დგომისგან და წვიმისგან დამბალი, წყლით გაჟღენთილი და ბაწრებით გადაკრული. ერთხელაც […]

ეძღვნება გიო ხუციშვილის ხსოვნას

ეძღვნება გიო ხუციშვილის ხსოვნას

11 ივნისის დღის მთავარი თემა გიო ხუციშვილი და მისი გარდაცვალება გახდა. მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა თუ რიგითმა მსმენელებმა მომღერლის ამქვეყნიდან ნაადრევი წასვლა გულწრფელად განიცადეს. მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ “მხოლოდ ქართულის” ფინალში სიმღერა “ამოდი, ამოანათე” შეასრულა, რომელიც გიო ხუციშვილის ხსოვნას მიუძღვნა.  

დათო ევგენიძის საჩუქარი გიო ხუციშვილს

"არ შემეძლო, არ დამეწერა"

კომპოზიტორმა და პოეტმა დათო ევგენიძემ გიო ხუციშვილს საჩუქარი მიუძღვნა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილ მეგობარს მან ლექსი მიუძღვნა. “გიოს!” – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც დათო ევგენიძის გულის გამოძახილია: “იმ სახელების ჯარს… იმ სახელების რიგს… ცა ვარსკვლავებად ყრის… ქარი კი ქრის და ქრის… ვის დავესესხო სიტყვა ისევ შენ აბა ვის… ვის უნდა ვკითხო სად ხართ… ისევ შენ […]

გიო ხუციშვილის უკანასკნელი სურვილი

გიო ხუციშვილის უკანასკნელი სურვილი

მსახიობი თემო გვალია მეგობრთან გიო ხუციშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. მძიმედ მყოფმა მომღერალმა მეგობრებს პატიება სთხოვა, რადგან ნორმალურად მისალმებაც ვერ შეძლო: “ამ დღეს გაიხსნა გიო ხუციშვილის ვარსკვლავი. ამ დღეს დაემშვიდობა გიო მთელს საქართველოს თავისი სიმღერით… უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და რამდენიმე სიმღერა მაინც გვიმღერა. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, გამოიარა ძალიან ნელი სვლით, რამოდენიმე მეგობარის დახმარებით, ჯოხით ხელში, […]

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ხელოვანი სიმსივნეს ებრძოდა და ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ, დამარცხდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გიოს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, მეგობრებმა კი კონცერტი მიუძღვნეს.

“ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, უთხარით…” – გზავნილი გიო ხუციშვილს

"ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, უთხარით..." - გზავნილი გიო ხუციშვილს

მომღერალმა გიო ხუციშვილმა დიდ საკონცერტო დარბაზში მეგობრებთან ერთად კონცერტი გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც მას ვარსკვლავი გაუხსნეს. ხელოვანს, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გიო სიმსივნეს ებრძვის. მომღერალს ელენე მარგალიტაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც მას საკმაოდ ემოციური გზავნილი გაუგზავნა: “დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imedi-ს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ “იმედის […]

ხათუნა ჟორდანია გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა

ხათუნა ჟორდანია გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა

“ორი ვარსკვლავის” მონაწილე ხათუნა ჟორდანია მეწყვილის გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა. ინფორმაცია ხათუნამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ხათუნას განმარტებით, ეს სამშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება მის ცხოვრებაში და ამიტომ გულშემატკივრებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ითხოვა: “ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვრჩები “ორ ვარსკვლავში” მარტო, ჩემი მეწყვილეს გიო ხუციშვილის გარეშე. ძალიან მჭირდება და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს და ხვალ […]