18 ივლისი, 2018

ეძღვნება გიო ხუციშვილს

ეძღვნება გიო ხუციშვილსმომღერალი გიო ხუციშვილი ავთვისებიანი სიმსივნისგან გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა დიდ საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო გაუმართეს და ვარსკვლავიც საზეიმო ვითარებაში გაუხსნეს.

მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა და მომღერალმა დათუნა სირბილაძემ გიო ხუციშვილს სიმღერა მიუძღვნეს. “ისევ მინდა გაზაფხული” – ასე ეწოდება კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერას, რომლისთვისაც ტექსტი პოეტმა ნანა ცინცაძემ დაწერა.

ამ სიმღერას გიო ხუციშვილი მღეროდა, თუმცა მან ეს ნაწარმოები დათუნა სირბილაძეს აჩუქა. გიო ხუციშვილის გარდაცვალების შემდეგ კი ბექა გოჩიაშვილმა ახლებური ინტერპრეტაციით ააჟღერა და წარმატებული დუეტიც შედგა.