მომღერალი გიო ხუციშვილი მისმა მსმენელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისმა მეგობრებმა კი გაავრცელეს მომღერლის თხოვნა, რომელიც მან თავის გულშემატკივრებს და ახლობელ ადამიანებს დაუტოვა:
“არსადაც არ წავსულვარ! – მოგენატრებით და ცაში ამომხედეთ, მერე თვალები დახუჭეთ და მომისმინეთ…
თქვენთან ვიყავი და ვიქნები…
ვიქნები ისეთი, როგორიც დაგამახსოვრდით, როგორიც გტკიოდით და გიყვარდით… ასეა… და მე – თქვენში დატოვებული მე – თქვენთან ერთად გავაგრძელებ სიცოცხლის სიყვარულს…
თქვენი გიო ხუციშვილი…”