გიო ხუციშვილის და ერეკლე ბადურაშვილის ისტორია

გიო ხუციშვილის და ერეკლე ბადურაშვილის ისტორიამომღერალ გიო ხუციშვილის და რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო და მათ გარდაცვალებამდე გრძელდებოდა.

ერეკლეს დედა – ლალი ბადურაშვილი მათზე ერთ ისტორიას ყოველთვის განსაკუთრებული გულისტკივილით იხსენებდა:

“ერეკლე და გიო ძალიან დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. გიო რომ გარდაიცვალა, ერეკლეს გვერდით ედო მისი სურათი, ისე არ იძინებდა, რომ მისთვის არ შეეხედა, რამე არ მოეყოლა.

გიო ახალი გარდაცვლილი იყო, ერთ საღამოს მის სურათს რომ უთხრა, გიო, მეც მალე მოვალო…
რატომ უთხრა, არ ვიცი, მაგრამ ასე გამოვიდა.

მე ავად ვიყავი, ისინი დარბოდნენ ჩემს წამლებზე და ორივემ გამასწრო…”