დავით გველესიანი

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

მომღერალი დავით გველესიანი ანსამბლ “რუსთავის” წევრია. ის და მისი კოლეგები ქართული სიმღერის გენიალურობაში მთელს მსოფლიოს არწმუნებენ. “როცა ჩემთვის ვღიღინებ ხოლმე” – ასე დაარქვა ერთ-ერთ ვიდეოს მომღერალმა, თუმცა ეს ღიღინი კი არა, ნამდვილი გალობაა. მოუსმინეთ და ისიამოვნეთ არაამქვეყნიური ხმით.  

დატკბით ნინო სურგულაძის გენიალური შესრულებით

ნინო სურგულაძე გამარჯვებულია

ოპერის ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი განუმეორებელი სიმღერით ატყვევებს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც. ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ ნინო სურგულაძე ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთან დავით გველესიანთან ერთად დუეტში მღერის. “უშენოდ” – ასე ეწოდება ცნობილ სიმღერას, რომელიც ნინო სურგულაძემ და დავით გველესიანმა თეა ანდრონიკაშვილთან სტუმრობისას საახალწლო სუფრის ტკბილ წუთებად აქციეს და ულამაზეს იმპროვიზაციად წარმოადგინეს.

დავით გველესიანის საჩუქარი აფხაზ ძმებს

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

ანსამბლ “რუსთავის” მომღერალი დავით გველესიანი აფხაზ ძმებს სიმღერას ჩუქნის: “ეს აფხაზური სიმღერა ჩემგან საჩუქრად ჩვენს აფხაზ ძმებს. თუ ერთი აფხაზი მაინც დამიმეგობრდება ამის შემდეგ, ჩავთვლი, რომ სიყვარულს მტრობაზე მეტი ძალა აქვს მისთვის და ეს სიყვარული გადაგვარჩენს…”

დავით გველესიანი პოლიტიკაში

დავით გველესიანი პოლიტიკაში

ანსამბლ “რუსთავის” წევრი, მომღერალი დავით გველესიანი პოლიტიკაში წავიდა. ხელოვანი პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” წევრია და კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სიაში მეორე ნომრად არის წარდგენილი. დავით გველესიანი: “დიდი პატივია ჩემთვის ბატონი კონსტანტინეს არჩევანი… ალბათ ვერავინ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო არ გვიყვარს და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება გვსურს… მართალი გითხრათ, არ მინდა და გულიც არ მიმიწევს […]

კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა

საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად

სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლ “რუსთავის” წევრმა დავით გველესიანმა გაავრცელა: “ჩემი უძვირფასესი კოტიკა ვარდელი აღარ გვყავს. უდიდესია მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. პირადად მისი დამსახურებაა, მე რომ დღეს მუსიკოსი ვარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!” კონსტანტინე ვარდელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის […]

“გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია!”

ეკა კვალიაშვილი კუთვნილ ჰონორარს ითხოვს

– გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია! ეს ცნობილი ფაქტია! – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი. მომღერლის ასეთი განცხადება შემთხვევითი არ არის. მას მიაჩნია, რომ ხელოვნება ყველაზე ხელშეუხებელი უნდა იყოს და არანაირი პოლიტიკა მასში არ უნდა ერეოდეს. ეკა კვალიაშვილი ევროვიზიის კონკურსს ეხმაურება და თავის კოლეგებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლის თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას აფასებს. ეკა კვალიაშვილი:  – “ევროვიზია” – ჩვეულებრივი, პოლიტიკური, […]

დავით გველესიანი საქართველოდან მიდის

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

ბოლო პერიოდში საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს. მათ შორისაა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” წევრი დავით გველესიანი. – გული მაქვს ნატკენი ძალიან, – აცხადებს მომღერალი და ქვეყნიდან წასვლის შესახებ უფრო დეტალურად საუბრობს: “სამწუხაროა! ისევ საქართველოდან წასვლა მომიწევს…. აბა, რომელი ქვეყნის ემიგრანტებს შეგიერთდეთ მომწერეთ. მხოლოდ იქ წავალ, სადაც დავჭირდები. შრომა არ მეზარება, […]

“მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?”

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

ანსამბლ “რუსთავის” წევრი დავით გველესიანი მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე მილიონების ხარჯვას და ქართველი ნიჭიერი ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმის მოსპობას აპროტესტებს. დავით გველესიანი: “მაშინ, როცა მილიონები იხარჯება მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე, საკუთარ, თამამად ვიტყვი არანაკლებ ნიჭიერ ადამიანებს მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ? პრემიები და გაბერილი შტატები შეიმცირეთ და მივლინებებს მოუკელით საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად… მალე კონკრეტულ სახელს და გვარებს დავწერ!”

კულტურის სამინისტროს უარი ანსამბლ “რუსთავის” სოლისტს

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტს დავით გველესიანს კულტურის სამინისტრომ კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთხრა. ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა: “დღეს კულტურის სამინისტრომ უარი განაცხადა ჩემი კონცერტის თანადაფინანსებაზე. დიდი ,,მადლობა” მინდა გადავუხადო მათ ამ საჩუქრისთვის და ხმამაღლა ვაცხადებ!! არც ერთ მათ პროექტში აღარ მივიღებ მონაწილეობას არც მარტო და არც ანსამბლ რუსთავთან ერთად თუნდაც ეს სამსახურის დაკარგვად დამიჯდეს!!! […]