Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია!”

"გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია!"– გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია! ეს ცნობილი ფაქტია! – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი.

მომღერლის ასეთი განცხადება შემთხვევითი არ არის. მას მიაჩნია, რომ ხელოვნება ყველაზე ხელშეუხებელი უნდა იყოს და არანაირი პოლიტიკა მასში არ უნდა ერეოდეს.

ეკა კვალიაშვილი ევროვიზიის კონკურსს ეხმაურება და თავის კოლეგებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლის თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას აფასებს.

ეკა კვალიაშვილი: 

– “ევროვიზია” – ჩვეულებრივი, პოლიტიკური, ბანძი კონკურსია, რომელსაც ხელვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ძირითადად გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია! ეს ცნობილი ფაქტია! ჩემი აზრით, საქართველო ზედმეტად ნიჭიერია “ევროვიზიის” დაბალი დონისთვის!!!

დავით გველესიანი: 

– ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ჩვენი სრული უპატრონობით ევროვიზიაზე!!!!! დიდი ხანია ასე ღირსეულად არ წარმდგარა საქართველო. თაკო იყო შეუდარებელი ყოველ მხრივ. გული მაქვს ნატკენი კულტურის პოლიტიკის ასეთ უსუსურობაზე. ნუთუ არ შეიძლებოდა ორგანიზება გაეკეთებინათ საელჩოებს ჩვენი დიასპორების? ნუთუ არ შეიძლებოდა ცოტა აქტიურად ჩარეულიყო სახელმწიფო? როგორც ვიცი, ასე უპატრონოდ არასოდეს წასულა ქართული დელეგაცია. დიახ, უკვე ძალიან მალე დაფუძნდება ქართველ ხელოვანთა კავშირი და აქტიურად ჩავერევით კულტურის პოლიტიკაში, რათა არასოდეს დაიჩაგროს ნიჭი საქართველოში!!!!

გიორგი სუხიტაშვილი:

– ევროვიზიაზე მხოლოდ დროშა გავუშვათ აწი. არა??? მაინც სიმღერის გარდა ყველაფრის კონკურსია – ჯერ ეს “ყველაფერი” ვერ გავშიფრეთ.

სტეფანე:

– თქვენ ევროვიზია ნინიას ბაღი ხომ არ გგონიათ?

აჩიკო ნიჟარაძე:

– აშკარად ევროპამ ჯერ ვერ გაიგო, რას ნიშნავს კარგი შესრულება, კარგი სიმღერა. საუკეთესო ნომერი არ გადაიყვანეს ფინალში. მიკერძოებული არ ვარ. ნამდვილად საუკეთესო იყო თაკო. ბრავო საქართველოს დელეგაციას. ასევე პორტუგალია და ავსტრალია ბრავო.

ნინი ბადურაშვილი:

– აი, ამიტომ ვამბობ სულ, რომ ეს სიმღერის კონკურსი არ არის!

მაგდა ჯოხაძე:

– გავოგნდი… სანამ ქვეყნის ინტერესი არ გახდება შემსრულებლის გვერდით დგომა, მანამდე არაფერი გამოვა. სამწუხაროდ… თაკო ბრავო! შენი საშემსრულებლო კარიერა არც ევროვიზიით დაწყებულა და არც დამთავრდება ასე რომ… უძლიერესი შესრულება იყო. წარმატებები!