“მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?”

"მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?"ანსამბლ “რუსთავის” წევრი დავით გველესიანი მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე მილიონების ხარჯვას და ქართველი ნიჭიერი ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმის მოსპობას აპროტესტებს.

დავით გველესიანი:

“მაშინ, როცა მილიონები იხარჯება მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე, საკუთარ, თამამად ვიტყვი არანაკლებ ნიჭიერ ადამიანებს მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?

პრემიები და გაბერილი შტატები შეიმცირეთ და მივლინებებს მოუკელით საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად… მალე კონკრეტულ სახელს და გვარებს დავწერ!”