ჭდე: ანსამბლი ფესვები

ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის ოპერაში

ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის ოპერაში

– ქართული გენია როკვით განფენილი! – ასე უწოდა გრიგოლ რობაქიძემ ქართულ ცეკვას, რომელიც დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისით აღფრთოვანებული მაყურებლის რიცხვი დღითი-დღე იზრდება. ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის სამმომქმედებიან ოპერაში “დემონები” ჩასვეს. ქორწილის და ბრძოლის სცენებში ქართული ცეკვა ანსამბლმა “ფესვებმა” შეასრულა. ოპერა ნიუ იორკის ორკესტრმა შეასრულა და მას ბარდ კოლეჯის პრეზიდენტი ლეონ ბოტსტეინმა უდირიჟორა. […]

ქართველი მოცეკვავეები ნიუ იორკში მოდის კვირეულზე

ქართული კულტურა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ქართული ცეკვა და სიმღერა გულგრილს არასდროს ტოვებს უცხოელ მაყურებელს და ხშირად ცრემლებამდეც კი მიჰყავს. ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იწვევენ. ნიუ იორკში გამართული მოდის კვირეულის გახსნის პატივი ქართულ ანსამბლს ერგო. “ფესვები” – ასე ეწოდება ცეკვის ანსამბლს, რომელმაც დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ჩვენების დაწყებამდე ქართული კულტურა წარმოადგინა და მოდელებისთვის აშენებულ პოდიუმზე […]

არ გამოტოვოთ სიყვარულის ზეიმი!

– არ გამოტოვოთ შორი გზიდან სამშობლოში ჩამოსული ხელოვან ბავშვთა სიყვარულის ზეიმი! – ასეთი მოწოდებით გამოდიან საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზატორები, რომლებიც ამცნობენ საზოგადოებას, რომ საქართველოს პირველად ეწვევა ამერიკაში დაბადებულ მოზარდთა ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“. ისინი თანატოლების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტებს საქართველოს სამ ქალაქში გამართავენ. პირველი კონცერტი 12 ივლისს თბილისში გრიბოედოვის თეატრში ჩატარდება, მეორე კონცერტი 14 ივლისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, […]