16 თებერვალი, 2017

ქართველი მოცეკვავეები ნიუ იორკში მოდის კვირეულზე

ქართული კულტურა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ქართული ცეკვა და სიმღერა გულგრილს არასდროს ტოვებს უცხოელ მაყურებელს და ხშირად ცრემლებამდეც კი მიჰყავს.

ქართველ ხელოვანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იწვევენ. ნიუ იორკში გამართული მოდის კვირეულის გახსნის პატივი ქართულ ანსამბლს ერგო.

“ფესვები” – ასე ეწოდება ცეკვის ანსამბლს, რომელმაც დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ჩვენების დაწყებამდე ქართული კულტურა წარმოადგინა და მოდელებისთვის აშენებულ პოდიუმზე ხანჯლურიც იცეკვა და ცერებზეც იარა.

ანსამბლ “ფესვების” გამოსვლის ვიდეო ამერიკაში მყოფმა ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა გაავრცელა. ქართველი მოცეკვავეებით ამაყმა მომღერალმა მსოფლიოს ამცნო, რომ ქართული კულტურის სული ქართული ცეკვა და სიმღერაა.