27 ივნისი, 2015

არ გამოტოვოთ სიყვარულის ზეიმი!

1fesvebi– არ გამოტოვოთ შორი გზიდან სამშობლოში ჩამოსული ხელოვან ბავშვთა სიყვარულის ზეიმი! – ასეთი მოწოდებით გამოდიან საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზატორები, რომლებიც ამცნობენ საზოგადოებას, რომ საქართველოს პირველად ეწვევა ამერიკაში დაბადებულ მოზარდთა ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“.

ისინი თანატოლების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტებს საქართველოს სამ ქალაქში გამართავენ.

პირველი კონცერტი 12 ივლისს თბილისში გრიბოედოვის თეატრში ჩატარდება, მეორე კონცერტი 14 ივლისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, 16 ივლისს კი ბათუმს საზაფხულო თეატრში. კონცერტებზე დასასწრები ბილეთის ფასი 5-7 ლარია.

ამერიკალი დაბადებული მოზარდების ფოლკლორული ანსამბლის პირველი საქველმოქმედო ტურნე ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით და საპატრიარქოს ინიციატივის მომავლის პროექტის მხარდასაჭერად „დედათა სახლი“.