28 ივლისი, 2018

ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის ოპერაში

ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის ოპერაში– ქართული გენია როკვით განფენილი! – ასე უწოდა გრიგოლ რობაქიძემ ქართულ ცეკვას, რომელიც დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისით აღფრთოვანებული მაყურებლის რიცხვი დღითი-დღე იზრდება.

ქართული ცეკვა ანტონ რუბინშტეინის სამმომქმედებიან ოპერაში “დემონები” ჩასვეს. ქორწილის და ბრძოლის სცენებში ქართული ცეკვა ანსამბლმა “ფესვებმა” შეასრულა.

ოპერა ნიუ იორკის ორკესტრმა შეასრულა და მას ბარდ კოლეჯის პრეზიდენტი ლეონ ბოტსტეინმა უდირიჟორა. საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ წამყვანი სოლისტები და გუნდი მანჰეტენიდან.

პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა და ქართულმა ცეკვამ კიდევ ერთხელ მოხიბლა უცხოელი მაყურებელი.