კატეგორია: საზოგადოება

რატომ არ ხვდება კულტურის მინისტრი საყდრისის გადარჩენის კომიტეტს?

“საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრები კულტურის სამინისტროში მივიდნენ, მინისტრის მისაღებში შეიკრიბნენ და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. გარდა ამისა, მათი სურვილია, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს. თავის მხრივ, კულტურის სამინისტრომ ამ თემასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა: “გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე […]

დავით საყვარელიძე თეატრალიზებულ კითხვას მოაწყობს

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე თეატრალიზებულ კითხვას მოაწყობს. რეჟისორის არჩევანი დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესაზე “ლისისტრატეები” შეჩერდა, რომელიც მან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თემას მიუძღვნა. პიესის თეატრალიზებული კითხვა 26 ნოემბერს კინომსახიობთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში.”

მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა

მერაბ მამარდაშვილი: "ეჭვი შობს მტერს!"

ქართველი ფილოსოფოსისა და პროფესორის მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა. იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც სასწავლებლად მოსკოვში წავიდა. მერაბ მამარდაშვილმა ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ფილოსოფია, ფრანგული, გერმანული. იოლად დაეუფლა ენებს, მაგრამ წერდა მხოლოდ ქართულად და რუსულად. მერაბ მამარდაშვილი […]

მწერალთა სახლს 100.000 ლარი გამოუყვეს

მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლს შენობის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად 100.000 ლარი გამოუყვეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აგრძელებს შეხვედრებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამჯერად ის მწერალთა სახლს ეწვია და მისი დირექტორის ნატა ლომოურის მასპინძლობით ისტორიული შენობა დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა მწერალთა სახლის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, […]

დღეს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა

25 ნოემბერი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის დაბადების დღეა. არაერთი გენიალური ლექსის ავტორის დაბადებიდან 117 წელი გავიდა. ტერენტი გრანელი პოეტის ფსევდონიმია. ეს ფსევდონიმი მან 1919 წელს დაირქვა. მისი დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, ფსევდონიმს საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „გრანუმ“, რაც მარცვალს ნიშნავს: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“, – ამბობდა პოეტი. მეორე გადმოცემის […]

ლადო მესხიშვილის გარდაცვალებიდან 94 წელი გავიდა

ქართველი მსახიობისა და რეჟისორის ლადო მესხიშვილის გარდაცვალებიდან 94 წელი გავიდა. მას სახალხო არტისტის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. ლადო მესხიშვილი ჯერ თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავში, სადაც სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მოგვიანებით შევიდა თბილისის ქართულ […]

ერლომ ახვლედიანს 81 წელი შეუსრულდებოდა

მწერალს და კინოდრამატურგს ერლომ ახვლედიანს 81 წელი შეუსრულდებოდა. ის ორი წლის წინ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და დიდებუის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ერლომ ახვლედიანის შემოქმედება ყოველთვის აქტუალურია მკითხველში. თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში, იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი, საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, „ქართულ ფილმთან“ […]

ლაშა თაბუკაშვილი 64 წლის გახდა

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი გიორგობის დღესასწაულზე 64 წლის გახდა. ის ცნობილი მსახიობის მედეა ჯაფარიძისა და რეჟისორის რეზო თაბუკაშვილის შვილია. იუბილარი მწერალი სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე, კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, მწერალთა კავშირის წევრი, მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ “XX საუკუნესთან” დააარსა მწერალთა […]

სამების ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა და ტაძრის აღმშენებლობაში მონაწილეები დალოცა. სამების ტაძარი მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში. მისი მშენებლობა 1995-2004 წლებში მიმდინარეობდა. ტაძრის არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი. ამავე არქიტექტორის პროექტით შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის […]

დღეს გიორგობაა

23 ნოემბერს მართლმადიდებული სამყარო გიორგობის ბირწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევნილება. გიორგობა ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობაა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ის აღინიშნება წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერს მის ბორბალზე წამების დღეს და 6 მაისს, მისი გარდაცვალების დღეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში 303 წელს აღესრულა. საქართველოში ხალხური […]